|
2016-11-30 12:30:30, 692 ნახვა
საზოგადოება
პირველი ლედი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 29 ნოემბერს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო. ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში" მიერ დაწესებული კატო მიქელაძის პრემიის უმთავრეს მიზანს ქალი უფლებადამცველების აღიარება, დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. პრემია ქალ აქტივისტს 2013 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა. მაკა ჩიჩუასთან ერთად დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა. საქართველოს პირველმა ლედიმ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში" მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ ღონისძიებაში - დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)