16:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 12:21:12, 755 ნახვა

პოლიტიკა
სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი აღარ იმსჯელებს

სექსუალური ხასიათის პროდუქციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი მსჯელობას აღარ გააგრძელებს. 

კანონპროექტი ითვალისწინება ცვლილებებს სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან და რეკლამირებასთან დაკავშირებით შეზღუდვები და ჯარიმები წესდებოდა.

ცნობისთვის, კანონპროექტი 2012 წელს მომზადდა და პროექტის ინიციატორი მაშინდელი ევროპასთან ინტეგრაციიის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე იყო. 

კანონპროექტის თანახმად, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტებში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია – 100 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევდა. ასევე, თამბაქოსა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი ასაკის დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისთივს განკუთვნილ დაწესებულება–ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით, აგრეთვე, ყველა სახის სამედიცინო (გარდა სექსუალური დარღვევების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის განკუთვნილი სამედიცინო ნაწარმისა) და სასწავლო დაწესებულებაში, 50 ლარით ჯარიმას ითვალისწინებდა.

მე-8 მოწვევის პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ მიიღო, თუმცა მას შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა. მე-9 მოწვევის პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კანონი უკან გაიწვიეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics