|
2016-11-30 11:28:17, 650 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩაზე ორი სპორტული მოედანი შენდება
საბურთალოს რაიონის გამგეობა ჩიქოვანის ქუჩაზე ორ ახალ, თანამედროვე სპორტულ მოედანს აშენებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაათვალიერა. ბექა მიქაუტაძემ ლევან გოგიჩაიშვილს სტიქიის ზონაში განხორციელებული სამუშაოებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ყველა დანაპირები, რაც გამგეობამ ამ უბნის მაცხოვრებლებს მისცა, აღნიშნული სტადიონების მშენებლობით შესრულებულია. „აღსანიშნავია, რომ სტადიონის მოწყობამდე გამგეობამ ჩიქოვანის N30-სა და 34 კორპუსებს შორის ორი საყრდენი კედელი ააშენა, რომელიც მოედნის კონსტრუქციის უსაფრთხოებისათვის იყო აუცილებელი. ამჟამად, უკვე დამონტაჟებულია მეტალის ბოძები და მიმდინარეობს მავთულბადის დამაგრება. საფეხბურთო მოედანს 7 მეტრის, ხოლო საკალათბურთოს - 4 მეტრის სიმაღლის მესერი გაუკეთდება. სტადიონებზე დაიგება თანამედროვე ხელოვნური ბალახის საფარი“, - აცხადებენ მერიაში. ობიექტზე კომპანია „დოკასპორტი“ მუშაობს. პროექტის ღირებულება 98 000 ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)