16:50 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 09:02:52, 720 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დღეს ბელგიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბელგიის სამეფოს ეწვევა.

როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი მონაწილეობას მიიღებს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. 

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია  შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან,  ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან– მანფრედ ვებერთან და  ჯანი პიტელასთან.

გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან:ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში  იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში  ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან, ევროკომისართან კლიმატური და ენერგო რესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან,  ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics