12:54 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 13:29:03, 658 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მეორედ შეუერთდა.

დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა მოხდება.

„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დირექტორის მოადგილე მარინა რუხაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს აქციაში ჩართვისა და სისხლის უსასყიდლოდ ჩაბარებისათვის მადლობა გადაუხადა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, უკვე მეორედ, აქტიურად არიან ჩართულნი აქციაში. ისინი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით აბარებენ სისხლს და თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს და შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას“, - განაცხადა მარინა რუხაძემ.

დონაციის აქციაში ჩართული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი. სამინისტროს თანამშრომლები მსგავს აქციებში მონაწილებას მომავალშიც გეგმავენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics