|
2016-11-28 13:51:08, 1705 ნახვა
სამართალი
შოთაძე: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების ინტერნეტში განთავსებასთან დაკავშირებით სხვდასხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი შუამდგომლობაა გაგზავნილი, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, ვიდეომასალა საქართველოდან ატვირთული არ არის და შესაბამისი უფლების გარეშე, სხვა ქვეყნებში საგამოძიებო პროცედურები ვერ დაიწყება. „ამ საქმეზე საჯარო მოხელეები ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული და მათ მიმართ სასამართლოში არსებითი განხილვა მიმდინარეობს. რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში კადრების გავრცელების შესახებ გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზოგადად მსგავსი საქმეების სპეციფიკა განსხვავებულია. ჩვენ გვაქვს 20- ზე მეტი სამართლებრივი შუამდგლობა გვაქვს გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. თუ იმ ქვეყნებიდან ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, არ გვაქვს უფლება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყანაში. ეს ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში ატვირთულია სხვა ქვეყნებიდან და არა საქართველოდან, შესაბამისად, ჩვენ ველოდებით ამ სამართლებრივი შუამდგომლობების პასუხს, რომელთა მიღების შემთხვევაში მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას“, - აღნიშნა შოთაძემ. მთავარი პროკურორის განმარტებით, ვიდეოკადრები ატვირთულია მეზობელი ქვეყნებიდან, თუმცა გამოძიების დასრულებამდე შოთაძე კონკრეტულ ქვეყნებს არ ასახელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)