06:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 12:08:43, 1555 ნახვა

სამართალი
შოთაძე: უწყების გაუმჭვირვალობაზე საუბრები არასწორია

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, უწყების გაუმჭვირვალობაზე შეფასებები არასწორია, - ამის შესახებ ირაკლი შოთაძებ დღეს უწყების ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

როგორც შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, არ არსებობს არც ერთი კითხვა, რომელზეც პროკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული.

„ვფიქრობ, რომ არასწორია შეფასება უწყების გაუმჭვირვალობაზე.  ამაზე მეტყველებს თუნდაც დღევანდელი დღე, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურორი დამოუკოდებელი ორგანოს, საპროკურორო საბჭოს წინაშე და წარსდგება დეტალური ანგარიშით. შემდგომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება და სრულად ხელმისაწვდომი იქნება.  თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რაოდენობას, ფაქტობრივად არც ერთი კითხვა არ არარსებობს, რაზეც პრკურატურის მხრიდან პასუხი არ არის გაცემული.

რაც შეეხება ჩემს ერთწლიან საქმიანობას, ჩემი მხრიდან ჩემი საქმიანობის შეფასებას გვერდს ავუვლი,ეს არის საზოგადოების შესაფასებელი.  ერთი შემიძლია, ვთქვა - ჩემი პირველი დაპირება იყო,  რომ ექვსი წლის შემდეგ ახალ მთავარ პროკურორს ჩავაბარებდი გაცილებით დამოუკიდებელ, განვითარებულ და კანონის უზენაესობისკენ მიმართულ პროკურატურას. ამ დანაპირებს აუცილებლად შევასრულებ და თქვენ დარწმუნდებით ამაში“, - აღნიშნა შოთაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics