16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 11:26:40, 1515 ნახვა

ეკონომიკა
GIZ-ის პროექტსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდება

დღეს, 28 ნოემბერს,  13.45 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" GIZ-ის  „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში" პროექტსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.  ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრება.
 
მემორანდუმის ფარგლებში განსაზღვრულია თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) განხორციელებასთან დაკავშირებული საკონსულტაციო და სასწავლო სერვისების  განვითარების კუთხით სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
 
პროექტის  ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით  DCFTA-ის 5 საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება  - თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში. აღნიშნული ცენტრების მეშვეობით მოხდება მოქალაქეებისა  და  კერძო  სექტორის წარმომადგენლებისთვის DCFTA-სთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება, ცნობიერების ამაღლება და მათი მოსაზრებების შეგროვება. კერძო სექტორის საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შემუშავება.


 (NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics