|
2015-01-12 10:18:33, 3655 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთმა აგვისტოს ომის დროს
„ამ ტრაგედიამ გააერთიანა მთელი მსოფლიო, ეს იყო ნათელი დემონსტრირება იმის, თუ რა ძალა აქვს ერთობას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, სოლიდარობის აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი გამოსავალი. “ჩვენ ჩამოვედით, რათა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოგვეხატა ფრანგი ხალხისადმი. საფრანგეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ კარგად გვახსოვს როგორი მხარდაჭერა გამოგვიცხადა საფრანგეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის დროს. დღეს ქართველი ხალხი და ჩვენ საქართველოს ხელისუფლება ვდგავართ ფრანგი ხალხის გვერდით", - აღნიშნა პრემიერმა. პარიზში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერთან ერთად, დღეს პარიზში გამართულ «ერთობის მარშში» მიიღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)