|
2016-11-28 11:31:03, 853 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები „აუდიტორია 115“-ის მიერ მე-6 კორპუსის დატოვებას ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, სწავლის პროცესში ხელი ეშლებათ ამიტომ, ითხოვენ, აუდიტორია 115-მა მე-6 კორპუსი დატოვოს. გარდა ამისა, სტუდენტები ამბობენ, რომ აბსოლუტურად გაუფრთხილებლად სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდნენ: „ეს არის კორპუსი, სადაც ჩვენ ვსწავლობთ, თუმცა აუდიტორია 115-სა და შემდეგ რექტორის ქმედებამ გამოიწვია ის, რომ ყველას გაუფრთხილებლად, სრულიად გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდით და ვაპროტესტებთ ამას. გვინდა საუბარი აუდიტორია 115-თთან, რექტორთან, გვინდა გარკვევა, თუ რატომ არც ერთმა მხარემ არ გადაწყვიტა, რა შედეგსბგამოიღებდა მათი ქმედებები.ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ჩვენგან გაუფრთხილებლად არ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ აუდიტორია 115 და რექტორი. მათ ვთხოვთ და მოვუწოდებთ, მე-6 კორპუსი დატოვონ, შეწყვიტონ პიკეტირება და სწავლის პროცესს ხელი არ შეუშალონ“, - განაცხადა სტუდენტმა ქეთევან კალანდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)