14:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 22:30:54, 1126 ნახვა

პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

მე-9 მოწვევის პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

მინისტთა კაბინეტს მხარი 110 დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ კი ხმა 19 პარლამენტის წევრმა მისცა.

მთავრობის მეთაური კვლავ გიორგი კვირიკაშვილია, ხოლო ვიცე-პრემიერები - დიმიტრი ქუმსიშვილი და კახა კალაძე.

ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრია. კერძოდ: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

ცვლილება განხორციელდა ფინანსთა სამინისტროში, სადაც ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. მანამდე ქუმსიშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

გარდა ამისა, გაუქმდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომლის ფუნქციებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო შეითავსებს.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასე გამოიყურება: პრემიერ-მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; შინაგან საქმეთა მინისტრი - გიორგი მღებრიშვილი; თავდაცვის მინისტრი - ლევან იზორია; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია; ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი; ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგეენკო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი - კახა კახიშვილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი - სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი; კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - მიხეილ გიორგაძე; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი - გიგლა აგულაშვილი; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ვიქტორ დოლიძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ, რაც ახლადარჩეულ პარლამენტის წევრებს უფლებამოსილება მიენიჭათ, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. იმავე დღეს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარუდგინა. ამის შემდეგ, 22 ნოემბერს, კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა სამი დღის განმავლობაში მიმიდნარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics