|
2016-11-26 15:41:45, 1841 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი მელიას: ორი დღეა ვაკვირდები თქვენს სტილს და პირდაპირ ვამბობ, არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება
„ორი დღეა ვაკვირდები თქვენს სტილს და პირდაპირ ვამბობ, არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას, რომელმაც იუსტიციის მინისტრი სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა. „რაც თქვენ თქვით და ბრალი დასდეთ მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსს არის აბსოლუტური სიცრუე. არავითარი ზეწოლა მათი მხრიდან არ ხორციელდება, თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას განაცხადოს, რაიმე ასეთი თუ ხდება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში ამ მიმართულებით. საერთოდ ბატონო ნიკა, თქვენი სტილი, რომ თან ადამიანს უთხრათ, ნომინალური ხარ, თან შეკითხვა დაუსვათ და პასუხი გაინტერესებთ, არის ყველანაირი ეთიკის წრიდან გასული. ორი დღეა ვაკვირდები თქვენს სტილს, რომელიც არის პირდაპირ ვამბობ, არანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება და თუ ნომინალურობაზე ვსაუბრობთ, ვინ არის ნომინალური და საიდან იმართება დღეს „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ ეს არის ჩემთვის კითხვის საგანი და არა ის, რაც შეკითხვებსაც თქვენ სვამთ. როგორ მოიქცეოდა თქვენი აზრით არანომინალური პრემიერ-მინისტრი, საინტერესოა. ალბათ ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია, სპეც-დანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ. თქვენ თუ ამის მოთხოვნა გაქვთ დღეს, მინდა გაგაწბილოთ, არ იქნება ეს საქართველოში აღარასოდეს და ამას ვერავინ ვეღარ ნახავს. მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ დღეს, მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ არის საქართველოში და ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერობის კანდიდატს მიმართა და განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოზე ძლიერი ზეწოლა მიმდინარეობს. დეპუტატმა ზეწოლაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მთავრობის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი შალვა თადუმაძე დაადანაშაულა. „სანდო წყაროზე დაყრდნობით მივიღეთ ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენი ხელისუფლების სასარგებლოდ, ივანიშვილის სასარგებლოდ. მიღებული იქნება იმდაგვარი გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში არ არსებობს. ჩემდა სამწუხაროდ, ამაში ჩართულები არიან ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი თადუმაძე, რომელსაც იყენებთ კომუნიკაციისთვის, ბატონი ფარცხალაძე და თავად ქალბატონი გვენეტაძე. ბატონო პრემიერო, მაინტერესებს, თუ აცნობიერებთ, რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს?!" - მიმართა კვირიკაშვილს ნიკა მელიამ.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)