|
2016-11-26 13:46:53, 795 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გამართულ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა. „დღევანდელი პიესის კითხვა ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. პერსონაჟები ის ქალები არიან, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ მძიმე ხვედრს. ქალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც შემდეგ თავად გახდნენ მებრძოლები სხვა ქალების დასახმარებლად და რომლებსაც საკმაოდ ეფექტურად გამოუვიდათ ეს საქმე. არაჩვეულებრივი ქალები, რომელთა გამომეტყველებაც კი ძალიან კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, საიდანაც ისინი გამოვიდნენ", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ქალბატონებმაც მიიღეს. პროექტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში", შვედეთის ინსტიტუტი და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)