06:20 - 22 Apr, 2026
|
2016-11-26 13:40:33, 2033 ნახვა
სამართალი
თბილისში ტრანსგენდერი ქალი სცემეს
თბილისში, გუშინ ღამით, კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი სცემეს, - ამის შესახებ ლგბტ თემის აქტივისტი ნინო ბოლქვაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალზე მოხდა თავდასხმა. ცხვირი აქვს გატეხილი. რომ არა მისი მეგობარი ალბათ მოკლავდნენ“, - წერს ბოლქვაძე. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარტან დაკავშირებით გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც ცემას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი თბილისში 14 ნოემბერსაც დაფიქსირდა. ორთაჭლაში, ტრანსგენდერი ქალი ზიზი, რამდენიმე პირმა სასტიკად სცემა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 22 ნოემბერს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)