13:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 13:14:49, 827 ნახვა

პოლიტიკა
ფოფხაძე: ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც სააკაშვილსა და ადეიშვილზე მეტი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე

ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ფოფხაძეს თქმით, მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად.

„მივესალმები მთავრობის პოზიციას დიალოგისა და პოზიტიურ რეჟიმში მუშაობის კუთხით, თუმცა არის ერთი საკითხი, რომელიც მე მინდა დავსვა კითხვის სახით, თუმცა არა ნიშნის მოგებით მაგრამ მგონია, რომ ეს პრინციპული საკითხია, რაზეც მთავრობამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას და ყველა ქმედითი ღონისძიება უნდა გამოიყენოს შედეგის მისაღწევად. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მაგრამ სახელმწიფომ დღემდე ვერ მოახერხა ამ ადამიანების მიმართ იმ სათანადო ღონისძიებების რეალიზაცია, რაც უნდა გაკეთებულიყო, მე ოთხი წლის მანძილზე ხშირად დავდიოდი საპატიმრო დაწესებულებებში  ბევრ პატიმართან მქონია შეხვედრა, მაგრამ ვერ ვიხსენებ პატიმარს, რომელსაც უფრო მეტი დანაშაული ჰქონდეს ჩადენილი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს ან სხვა პიროვნებებს, რომლებიც დღეს ისევ აგრძელებენ თავის დანაშაულებრივ საქმიანობას თავის ქვეყნისა და სამშობლოს წინაშე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის წამოჭრა კიდევ მოხდეს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, დაუსჯელობის განცდა საზოგადოებაში არის ყველაზე უფრო ცუდი მოკავშირე ქვეყნის განვითარებაში და ეს დაუსჯელობის გაცდა ერთადამიანს უჩენს სურვილს, კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, ხოლო საზოგადოებას უჩენს სამართლებრივ ნიჰილიზმს.

„ვფიქრობ, რომ მთავრობამ უნდა გვითხრას, რა კეთდება, რა შეიძლება გაკეთდეს და რა ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და ჩვენი ქვეყნის წინაშე ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველა წარდგეს სათანადო მართლმსაჯულების წინაშე“, - განაცხადა ფოფხაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics