13:30 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 12:49:49, 777 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ქვეყანაში იყოს დაცული.

"ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციონალიზაცია მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი სტრატეგიიდან გამომდინარე, სამოქმედო გეგმას ფეხდაფეხ მივყვებით. ჩვენთვის ფუნდამენტურია ასევე, მედიის თავისუფლება და უნდა ითქვას, რომ დღეს საქართველოში ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს გასული 4 წლის განმავლობაში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მთავრობისთვის სამართალდამცავი სისტემების რეფორმა ასევე პრიორიტეტულია.

"სამართალდამცავი სისტემების რეფორმა, რომლის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილიც დასრულებულია, გაგრძელდება. გაგრძელდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ამ მიმართულებით ქვეყნის რეპუტაცია. ყველაფერი ეს მიმართული იქნება, იმისათვის, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ვუზრუნველყოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics