06:20 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-26 12:16:42, 1775 ნახვა

სამართალი
ყალბი აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ბრენდირებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის, ყალბი აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების, ასევე, მეორადი გამოყენების მიზნით აქციზური მარკების გამოყენების და გასაღების ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებული, საკუთარ საცხოვრებელ სახლში კუსტარულად მოწყობილი ტექნიკური საშუალებებით ამზადებდა ფალსიფიცირებულ ბრენდირებულ ალკოჰოლურ სასმელებს - „ჯეკ დენიელს“- ს, „ჩივას რეგალს,“ „აბსოლუტს“, „ფინლანდია“-ს, „პარლამენტს,“ „სტოლიჩნაია“- ს და სხვა სასმელებს, რომელთა მარკირებისათვის სისტემატურად იყენებდა ყალბ და მეორად აქციზურ მარკებს, ხოლო შემდგომში ახდენდა მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში. საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებულის სახლიდან ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელები. ასევე, ამოღებულია ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელების წარმოებისათვის საჭირო ინვენტარ-მოწყობილობები და ქიმიური შენაერთები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2001 მუხლის პირველი ნაწილით და მე-2002 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics