2016-11-25 21:00:33, 698 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე: მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ღირსეულად დაბრუნებას
„მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწოთ საზღვაგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას“,-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტში განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა დიასპორის პოლიტიკის მიზნებზე და ამ მიმართულებით სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა.
„ეს არის საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს დიასპორის ჩართულობას მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის განმტკიცების საკითხში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი დიასპორის წარმომადგენლებისთვის ეფექტური იურიდიული და საკონსულტაციო მექანიზმი და ადგილზე ყველა შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. განხორციელდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოში მათი ოჯახის წევრების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. შევეცდებით ხელი შევუწყოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას.ამას შემდეგი ინსტრუმენტებით განვახორციელებთ. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალურ აპარატში შექმნილია სპეციალური დეპარტამენტი მთავრობის გადაწყვეტილებით და ეს დეპარტამენტი დაკომპლექტდება წლის ბოლომდე. ამ მნიშვნელოვან მისიას განვახორციელებთ არამხოლოდ დეპარტამენტთან, არამედ ჩვენი 64 საელჩოთი და ცხრა გენერალური საკონსულოთი. სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში ჩვენ ვაპირებთ ყოველდღიურ საქმიანობაში უფრო აქტიურად დავნერგოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მექანიზმები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მომსახურებას. ჩვენ დავაწესებთ ოფიაციალურად დიასპორის მიღების საათებს, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან, რათა შეხვედრები რეგულარული და ინტენსიური იყოს და უკეთ გავაცნობიეროთ დიასპორის წინაშე მდგარი პრობელემები და საკითხები“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან