|
2016-11-25 18:30:21, 620 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე შუახევის სოფელ ჭვანას რეაბილიტირებული ბაღის გახსნას დაესწრო
არის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს შუახევის სოფელ ჭვანას ახლადრეაბილიტირებული ბაღის გახსნას დაესწრო. რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივებს აჭარის მაღალმთიანეთში კიდევ ერთი ახალი ბაღის ექსპლოატაციაში შესვლა მიულოცა. ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა. გამგეობის გადაწყვეტილებით გარემონტდა ნაგებობის მეორე სართული , სადაც განთავსდა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო და ადმინისტრაცია, კეთილმოეწყო ეზო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. 30 აღსაზრდელზე გათვლილ სააღმზრდელო დაწესებულებაში განლაგდა საჭირო ინვენტარი, ტექნიკა და საბავშვო ლიტერატურა. სამუშაოებზე 117.000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღში დასაქმებულია 10 ადგილობრივი. შუახევის მუნიციპალიტეტში 2016 წელს ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სულ აჭრაში 2016 წელს 21 ბაღი აშენდა, 9 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, 13 კი რეაბილიტირებულია. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)