|
2016-11-25 18:19:41, 1591 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო: ქართულ კომპანიებს გაეროს ტენდერებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გაეროს შესყიდვების განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით დღეს გაიმართა სემინარი სახელწოდებით „How to Make Business with UN“. სემინარი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ - გენადი არველაძემ ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სემინარი მიზანი ქართული კომპანიების გაერო-ს სისტემაში არსებული შესყიდვების პროცედურების შესახებ ინფორმირება იყო. კერძოდ, სემინარის ფარგლებში, შესყიდვების სფეროში გაერო-ს ექსპერტებმა ადგილობრივ კომპანიებს გააცნეს, თუ როგორ ხდება სპეციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და შემდგომი აუცილებელი პროცედურების განხორციელება. ეს ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობით და გაერო-ს სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და სააგენტოებს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება შესთავაზონ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)