15:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 18:08:28, 1531 ნახვა

ეკონომიკა
ოქტომბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.8%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 3.2%-ით

ოქტომბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 1.8%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.2%-ით გაიზარდა.

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 447.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.6 პროცენტით) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 16.9 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 110.0 მლნ ლარით (1.8 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 337.4 მლნ ლარით (3.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის  ეფექტის გარეშე კი 0.2 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.7 მლრდ ლარის (1.6 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის ოქტომბრის განმავლობაში 3.3 პროცენტით ანუ 277.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და პირველი ნოემბრისათვის 8.6 მლრდ  ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.19 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.46 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics