|
2016-11-25 17:01:15, 1684 ნახვა
ეკონომიკა
ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა
ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, ლარი როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა. კერძოდ, 1 დოლარი ხვალ, 2.5026 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.4852 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0174 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.6505 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.6259 ლარა არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0246 ლარი შეადგინა. ცნობისთვის, ლარის კურსის ახალი ისტორიული მინიმუმი 2.4923 ლარი, მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. მანამდე, ლარის ისტორიაში, კურსის მინიმალური ნიშნული 1999 წლის 23 თებერვალს, 2,4510 იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)