13:29 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 16:16:37, 761 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: კახი კალაძეს სრულიად არაობიექტურად დებთ ბრალს კორცხელის ინციდენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წლის წინასაარჩევნო გარემო იდეალური არ იყო. თუმცა, მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო გარემო უპირველს ყოვლისა, წარსულთან შედარებით ფასდება. კვირიკაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ, წინასაარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა:

„პასუხისმგებელი ვარ იმ კაბინეტზე, რომელიცაა წარმოდგენილი და ყველა საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღება დღეს მინისტრთა კაბინეტის ფარგლებში და იმ საკადრო გადაწყვეტილებებზეც,  სადაც ვრცელდება ჩემი კომპეტენცია.რაც შეეხება წინასაარჩევნო გარემოს, რა თქმა უნდა, ის არ იყო იდეალური. მაგრამ წინასაარჩევნო გარემო ფასდება წარსულთან მიმართებაში და ის იყო მნიშვნელოვნად უკეთესი, ვიდრე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში.თქვენ გადაგყავთ ამ რაკურსში თქვენი საუბარი და ძალიან მიკვირს თქვენი შემართება, როდესაც ამ კითხვას სვამთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ ნიკა მელიას საპასუხოდ.

მისივე განცხადებით,  საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი ინციდენტი აღმაშფოთებელია.

„რა თქმა უნდა, ჩემთვის იყო აღმაშფოთებლი ის, რაც ჯიხაშკარში მოხდა, ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით 1 ადამიანი არის პატიმრობაში. რაც შეეხება მარნეულის ინციდენტს, ვერანაირად ვერ შევადარებ ამ ინციდენტს და სხვას,  რადგან სამართალდამცავების წინააღმდეგ  ძალადობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ძალიან მწვავედ ფასდება. მოვინახულე ის პოლიციელი, რომელსაც ღია მოტეხილობა ჰქონდა ქვედა ყბის ძვალზე, რომელსაც უზარმაზარი ლოდი ჩაარტყეს სახეში და თქვენ  თუ ადარებთ ამ დანაშაულს,რომელიც მოხდა ჯიხაშკარში, ეს არის ჩვენი მსმენელის შეცდომაში შეყვანა. ყველა ძალადობა ჩემთვის აღმაშფოთებული  იყო, მათ შორის კორცხელის მიმართულებით და სრულიად არაობიექტურად დებთ ბრალს ჩემს გვერდით მჯდომ   კახა კალაძეს, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია ამ ინციდენტთან. ეს იყო იმ კულტურის ინერცია, რომელიც წინა მთელ პერიოდში იყო ჩვენს ქვეყანაში. პირადად მე და მთელმა ჩემმა გუნდმა ძალიან დიდი ძალსიხმევა გავწიეთ, რომ ეს კულტურა შეგვეცვალა არჩევნებზე. ნაწილობრივ ეს გამოგვივიდა, ნაწილობრივ არ გამომგვივიდა და ამას ვაღიარებთ, სხვათაშორის,  თქვენგან  განსხვავებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამასთან, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ მისი პირადი აზრით, მსგავსი ინციდენტების გამო ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics