|
2016-11-25 16:00:12, 702 ნახვა
საზოგადოება
„აუდიტორია 115“: თუ არჩევნები ლეგიტიმუტრად ჩაითვლება, ჩვენ სრულ დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ
თუ უნივერსიტეტის არჩევნები ლეგიტიმურად გამოცხადდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ და უნივერსიტეტში მასობრივ კრიზისს შევქმნით, - ამის შესახებ აუდიტორია #115-ის წევრმა გიორგი ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჩიხლაძის თქმით, "თვითმმართვლობის ძალადობრივი სისტემა და პარპაში დღეს უნდა დასრულდეს". „აუდიტორია #115 ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს კრიზისი დასრულდეს და ამ იერარქიულ, ძალადობრივ სისტემას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, კვალვ აქტიურად იყოს ჩართული საუნივერსიტეტო პროცესებში. ჩვენ ყველანაირ ძალას და ფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს არჩევნები არ იყოს ლეგიტიმურად გამოცხადებული“, - განაცხადა ჩიხლაძემ. მისივე ინფორმაციით, აუდიტორი#115-ს უკვე 7 საარჩევნო უბანი აქვს პიკეტირებული. ცნობისთვის, თსუ-ის თვითმმართველობის არჩევნები 9 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)