11:36 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 13:45:54, 623 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ახალი საპენსიო რეფორმა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის გაუქმებას

ახალი საპენსიო რეფორმა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს არსებული საპენსიო სისტემის გაუქმებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, ახალი საპენსიო პროექტი სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ საპენსიო სისტემას გულისხმობს.

“არსებული საპენსიო სისტემა და  მინიმალური სოციალური უზრუნველყოფა, აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის დამატებითი შრე გაჩენილი საპენსიო სისტემაში, რათა მომავლის პენსიონერები არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტზე და მათი საპენსიო უზრუნველყოფა დამოკიდებული იყოს მათი ნამსახურები წლების და გამომუშავებული თანხის ოდენობაზე. ეს სისტემა ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს მოითხოვს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics