|
2016-11-25 11:08:20, 1744 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში აღმოაჩნდათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)