11:37 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 18:05:21, 658 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი ჯანელიძეს: მინისტრად დანიშვნამდე, რამე სემინარი უნდა გაგევლოთ იმის შესახებ, თუ რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები

სანამ მინისტრად დაინიშნებოდით, რამე სემინარი უნდა გაგევლოთ იმის შესახებ, თუ რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჯანელიძეს.

უმცირესობის დეპუტატმა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსთან დაკავშირებით მინისტრობის კანდიდატს კითხვები დაუშვა. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ასევე დაინტერესდნენ, ხომ არ იზიარებს მიხეილ ჯანელიძე დამოუკიდებელ დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ოკუპანტის სტატუსი რუსეთისთვის საქართველოს მოლაპარაკებებში ზღუდავს.

„2012 წლამდე, არც ერთ დოკუმენტში, არც ერთ ორგანიზაციაში არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის კონფლიქტთან დაკავშირებით. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთებში, რომელიც მუშაობს კონფლიქტების საკითხებზე, 2012 წლამდე არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული“, - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, მიხეილ ჯანელიძის ამ პასუხს სხდომაზე კამათი მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მიხეილ ჯანელიძეს შეახსენეს ევროპარლამენტის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები.

„იყო ევროპის პარლამენტი, კონგრესი, პოლონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ მიუღია გადაწყვეტილება 2012 წლამდე“, - აღნიშნა ჯანელიძემ, რაზეც სალომე სამადაშვილის პასუხი იყო, რომ მას საერთაშორისო ორგანიზაციების რაობის გასარკვევად სემინარი უნდა გაევლო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics