11:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-24 17:56:11, 681 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის 5-მა კომიტეტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

საფინანსო საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის, გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატ დიმიტრი ქუმსიშვილს, ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატ გიგლა აგულაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს, ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ალავიძეს მოუსმინეს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 7 დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. აგრარულ საკითხთა კომიტეტში - 11 მომხრე, 1 წინააღმდეგი. რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმართველობის კომიტეტში - 10 მომხრე, 1 კი წინააღმდეგი. გარემოს დაცვის კომიტეტში მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი ერთხმად დაუჭირეს და 9 დეპუტატმა დადებითი პასუხი გასცა. რაც შეეხება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში 9 დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 1 ბიულეტენი გაფუჭებული იყო, ხოლო 2 დეპუტატი წინააღმდეგი იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
ჟურნალისტებისთვის საქართველო არ წარმოადგენს უსაფრთხო ადგილს პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის - საია
Politico: ტრამპი კუბის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებს განიხილავს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics