|
2016-11-24 15:53:41, 770 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი ადმინისტრაცია ავრცელებს. "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე "დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშნა", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, გიგი გიგიაძე 1978 წლის 11 აპრილს დაიბადა, 2001 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით ჯერ ბაკალავრიატი (1999 წელს) შემდეგ კი მაგისტრატურა. 2014 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს. 2010 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)