08:04 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 15:21:37, 820 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
საგარეო უწყება: რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას ემსახურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ კანონის ხელმოწერასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას ემსახურება. 

"2016 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით  დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში .

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო ქმედებას, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და  საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის წინააღმდეგ და წარმოადგენს აგრესიის გამოხატულებას საქართველოს წინააღმდეგ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და ქმედითი ზომები მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან ასაცილებლად.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რატიფიკაციის კანონს, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ, ხელი მოაწერა.

„რატიფიცირებულ იქნას კანონი რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის სისხლის სამართლის საქმეებზე ორმხრივი სამართლებრივი დახმარების შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics