10:49 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 23:42:51, 737 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: დამოუკიდებლობის პერიოდში, მედიასთან ბრძოლა არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია

არც ერთ ხელისუფლებას ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში არ გასვლია მედიასთან ასეთი დამოკიდებულება და ზუსტად ასე დასრულდება რუსთავი2-ის საქმეც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ელენე ხოშტარიამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ "ეს ძალიან მძიმე შედეგით დასრულდება ხელისუფლებისთვის".

ელენე ხოშტარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ყველა ინსტანციას, რაზეც ქვეყნის დემოკრატია დგას, კონტროლს ივანიშვილი ამყარებს. მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ანგრევს ყველა იმ მექანიზმს, რომელზეც დგას დემოკრატია.

„4 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გაექცა საზოგადოების წინაშე ყოველგვარ პასუხისმგებლობას და რომელსაც გააჩნია განუსაზღვრელი ფინანსური რესურსი და ახლა უკვე პოლიტიკური რესურსიც, მიზანმიმართულად ანგრევს ყველა იმ მექანიზმს, რომელზეც დგას დემოკრატია. ყველა კონტროლის მექანიზმი იმისთვის, რომ ძალა არ იყოს კონსოლიდირებული ერთ ხელში და არსებობდა ბალანსი, ყველაფერს ანგრევს,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics