10:48 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-22 23:25:30, 787 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ჯანგირაშვილი: მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს

ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით მე მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

ჯანგირაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ დიდი პალატა რუსთავი2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

„ეს იქნება აბსოლუტური სიგიჟე, თუკი ასე იქნება. მე არ ვფიქრობ, რომ 9 ადამიანი ადგება და ხარაკირს ჩაიტარებს იმის გამო, რომ ვიღაცის პოლიტიკურ დაკვეთას შეასრულებს. თუკი ეს მართლა მოხდება, მაშინ ეს უკვე რუსთავი2-ის პრობლემა აღარ იქნება,  ეს იქნება უკვე ქვეყნის პრობლემა,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა. 

მან უკვე ჩავლილ სასამართლო პროცესებს "სამარცხვინო" უწოდა და აღნიშნა, რომ, თუკი  დიდ პალატაშიც გაგრძელდება ეს ვითარება, ეს უკვე ხელისუფლებისათვისაც პრობლემა იქნება.

„სერიოზული ნაბიჯებით წავალთ წინ ავტორიტარიზმისაკენ და ეს იქნება ხელისუფლების პრობლემაც. ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესებით მე მაქვს განცდა, რომ ვიღაც ერთი უხილავი ხელი ალაგებს სატელევიზიო სივრცეს,“ - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს მიიღო. მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics