|
2016-11-22 10:57:03, 677 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანიამ მერიის სტაჟირების პროგრამაში მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. „სტუდენტებმა გაიარეს სტაჟირება მერიის სხვადასხვა უწყებებში და განსაკუთრებით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აქტიურად ვუდგავართ მათ გვერდით და ძალიან ბევრი სტუდენტური, ახალგაზრდული, სპორტული პროექტი და პროგრამა გვაქვს, რათა მათი ხმა ქალაქში ყოველთვის ისმოდეს სათანადოდ. ეს ყველაფერი მათ სამომავლო, პროფესიული, კარიერული ზრდისთვის დაეხმარება რასაკვირველია, რათა ცხოვრებაში უფრო უკეთ გაიკვალონ გზა,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ. დღესვე თბილისის მერმა სტუდენტებს პროექტის მესამე ეტაპის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეგისტრაცია მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tbilisi.gov.ge) 2 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი. სტაჟირების პროგრამის მეორე ეტაპი (2016 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე) წარმატებით 43-მა სტუდენტმა დაასრულა. მათ პრაქტიკული კურსი მერიის სტრუქტურაში შემავალ 9 ორგანიზაციაში გაიარეს. პროექტი 2015 წლის დეკემბრიდან ხორციელდება და მერიის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებში დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა სამთვიან სტაჟირებას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პროგრამა მოთხოვნადი და წარმატებული აღმოჩნდა. განხორციელების პირველ და მეორე ეტაპზე სტაჟირება ჯამში 200-მდე სტუდენტმა გაიარა და აქედან 6 დასაქმდა.
(NS)
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)