|
2016-11-21 23:04:25, 765 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით კომპეტენტურია ეკონომიკური მიმართულებით
არსებული პოლიტიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაშიც ის კომპეტენტურია განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკური მიმართულება, - ამის შესახებ გიორგი მარგველმაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. პრეზიდენტმა კონკრეტული მიმართულებები ჩამოთვალა, თუ სად ხედავს მთავრობის ხელშეწყობას ეკონომიკური განვითარების კუთხით. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური გუნდი ძალიან ძლიერია. ბიზნესმენები კეთილგანწყობილები არიან კვირიკაშვილის მიმართ, ასევე ქვეყანას ჰყავს ახალი პროფესიული ეროვნული ბანკი, რომელიც თანამშრომლობს მთავრობასთან და ქვეყანას გააჩნია ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს. „მოდით შევხედოთ მთავრობას, რომელიც ხვალ იქნება წარმოდგენილი: მათ გააჩნიათ სულ ახლახან განახლებული ძლიერი პოლიტიკური მანდატი, მე ვიტყოდი ძალიან ძლიერიც კი, საკონსტიტუციო უმრავლესობის თვალსაზრისით. არსებული პოლიტიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრი, გამომდინარე იმ ცოდნიდან, რაშიც ის კომპეტენტურია განსაკუთრებით, ეს არის ეკონომიკური მიმართულება. ძლიერია მისი ეკონომიკური გუნდი. ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერა ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. არამარტო დაფიქსირებულია, პირადად მე, როდესაც ბიზნესმენების აზრს ვისმენ, ისინი კეთილგანწყობილები არიან კვირიკაშვილის მიმართ. მთავრობის თანამშრომლობა ეროვნულ ბანკთან - თუ აქამდე მუდმივად იყო საუბარი გარკვეულ გადაბრალებებზე, ახლა ჩვენ გვყავს ახალი პროფესიული ეროვნული ბანკი, რომელიც თანამშრომლობს მთავრობასთან. შრომის კოდექსის თვალსაზრისით, ძალიან ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)