09:02 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 17:15:15, 679 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა  მიმდინარეობს.

 სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები: სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხის განხილვა, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხის განხილვა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესის განხილვა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შეცვლისა და ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხის განხილვა.

სხდომას ირაკლი სესიაშვილის გარდა საბჭოს ყველა მუდმივი წევრები ესწრებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება პრემიერ- მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.

სხდომას უშიშროების საბჭოს მდივნის რანგში პირველად ესწრება დავით რაქვიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics