|
2016-11-19 15:59:24, 835 ნახვა
საზოგადოება
დიდი დიღომში 9 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო
საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, 9 000-ზე მეტი ხე - მცენარე დაირგო. საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში გამართულ აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილთან და გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროს, ნინო სულხანიშვილთან ერთად ჩაერთო. მერიის ინფორმაციით, ხე-მცენარეები ჯამში, 20-მდე მისამართზე დაირგო. დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფი ქედზე ნუშის ბაღების გაშენება დაიწყო. ტერასებიან ფერდობზე, სულ 8550 ძირი ნუშისა და საპნის ხე დაირგვება. 600 ძირი კვიპაროსი დაირგო ფარნავაზ მეფის გამზირის გზის გამყოფ ზოლში. დიდ დიღომშივე, გზის პირებსა და კორპუსების ეზოებში მთის ნეკერჩხლის, აკაციის, არღავანისა და კვიპაროსის ხეები დაირგო. კონტრაქტორი კომპანიები ნარგავების მოვლა-პატრონობას ოთხი წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ. „ღონისძიებაში დღეს სკოლის მოსწავლეებიც არიან ჩართულები, რათა ერთად ვიზრუნოთ ქალაქის გამწვანებაზე. რაც შეეხება დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის ქედს - ამ ტერიტორიაზე, ათეულობით წლების წინ, გამწვანებისთვის გაკეთდა ტერასები. ჩვენი გადაწყვეტილებით, აქ გაშენდება ნუშის ბაღები. დიდ დიღომში, ზოგადად, გამწვანების ნაკლებობაა. ამიტომ, სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურად ვრგავთ ხე - მცენარეებს, რაც რამდენიმე წელში ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. გამწვანების ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობდნენ მერიის ადმინისტრაციის უფროსი ირაკლი ხუცურაული, მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები. საშემოდგომო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.
(NS)
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)