05:42 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 20:47:40, 733 ნახვა

საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დასაქმების ფორუმი ჩატარდა.

ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.

შშმ პირთა დასაქმების ფორუმი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელშეწყობის ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში გაიმართა.

დასაქმების ფორუმზე სიტყვით წარდგნენ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის ჩვენება გაიმართა და წარმოდგენილი იყო პროექტ „შშმ პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირება და ლობირება“ შუალედური შედეგები. ამასთან, 2016 წლის საუკეთესო დამსაქმებლებიც დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით. შპს „ჩემი ოფისი“, სწრაფი კვების რესტორანი „McDonald's“, შპს „საქართველოს მელიორაცია“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების 2016 წლის საუკეთესო დამსაქმებლები არიან.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო 30-მდე დამსაქმებელი და 100-მდე სამუშაოს მაძიებელი შშმ პირი. დასაქმების ფორუმზე თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და მათ კომპანიაში დასაქმებისა და სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მისცეს. საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება სამუშაოს მაძიებელთა მხრიდან, ინტერვიუები დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის სამუშაო გარემოში წარიმართა. სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მიეცათ გასაუბრებოდნენ და პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ პოტენციურ დამსაქმებელთან.

აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა დასაქმების დღევანდელი ფორუმი რიგით მეოთხეა. წინა სამი ფორუმიდან ჯამში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში დარეგისტრირებული 32 ბენეფიციარი გრძელვადიანად დასაქმდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics