|
2016-11-18 15:16:02, 1182 ნახვა
სხვადასხვა
მერლინ მონროს ცნობილი კაბა აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა
მერლინ მონროს კაბა, რომელშიც მსახიობმა ჯონ კენედის დაბადების დღეზე ცნობილი სიმღერა “Happy Birthday, Mr.President” შეასრულა, ბევერლი ჰილზში აუქციონზე 4,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ცნობით, კაბა რიპლის მუზეუმმა შეიძინა. ის აუქციონზე გაყიდულ კაბებს შორის ყველაზე ძვირადღირებული გახდა. თავდაპირველად, მონროს კაბა 3 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ცნობისთვის, დიზაინერ ჟან ლუის მიერ შექმნილი კაბა 2500 კრისტალით არის მორთული. მერილინ მონროს გამოსვლა 1962 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე მისთვის ერთ-ერთი უკანასკნელი იყო. მსახიობი ცნობილი სიმღერის შესრულებიდან 3 თვის შემდეგ გარდაიცვალა. მერილინ მონროს კიდევ ერთი კაბა კომედიიდან “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” 450 ათას დოლარად გაიყიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)