05:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 14:43:50, 831 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები ახალციხის იუსტიციის სახლში განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ ქალაქ ახალციხეში ახალგაზრდული პროგრამები განაახლა.

ახალციხის იუსტიციის სახლში ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც მოხალისე ტრენერი ნანა ჯაფარიძე უძღვებოდა. დისკუსიის საშუალებით ტრენინგი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დასასრულს მოსწავლეებმა განსაზღვრეს ის თემებიც, რომლებზეც სამომავლოდ ტრენინგის ჩატარებას ისურვებდნენ. ყველა მონაწილეს გადაეცა ახლაგაზრდებისთვის ადაპტირებული იურიდიული შინაარსის წიგნები - „სამართლის ქალაქი“.

ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ადგილობრივი სკოლების მოსწავლეები ამიერიდან, სისტემატურად მოისმენენ სამართლებრივ ლექცია/სემინარებს, ტრენინგებს არაფორმალური განათლების მიმართულებით, დაესწრებიან საჯარო ლექციებს.  თეორიული მასალის გარდა, დაგეგმილია გუნდური თამაშები, სახალისო სავარჯიშოები, ფილმის ჩვენება-დისკუსია და სხვა.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები ამჟამად 18 ქალაქში ხორციელდება, რომელთა მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და  მოხალისეობრივი კულტურის განვითარება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics