|
2016-11-18 12:09:04, 1738 ნახვა
ეკონომიკა
„ბიზნესდაჯილდოება 2016-ის" გამარჯვებულები ცნობილია
“თიბისი ბანკისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტის - ”ბიზნესდაჯილდოება 2016” ფინალური ღონისძიება გაიმართა. 523 კომპანიიდან დამოუკიდებელმა კომისიამ შვიდ ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. „წლის მცირე ბიზნესის” ტიტული კომპანია - white studio-მ მოიპოვა, ”წლის ინოვაციური ბიზნესის” წოდება „ბიოქიმფარმას“ მიენიჭა, ”წლის ტურისტული ბიზნესი” - „ბარბარესთან“, „წლის ქართული პროდუქტი“ კომპანია „ბადაგი“ გახდა, ”წლის აგრობიზნესი” - bpc, ”წლის ბიზნესი“ - „ზეთა კემპინგი”, ხოლო „ხალხის რჩეულის“ ტიტული „კინგსმა“ მოიპოვა. ”ბიზნესდაჯილდოება 2016” თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავსქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და დამწყები მეწარმეების წახალისებას, რომ მათაც გამოიყენონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები და წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. „თიბისი ბანკი“ და „ჯეოსელი“ საკუთარი რესურსებით ეხმარებოდნენ კომპანიებს სხვადასხვა პიარ და მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში. შედეგად, სოციალური ქსელის მეშვეობით ”ბიზნესდაჯილდოების" შესახებ 1 მილიონმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი #გააზიარეწარმატება 90 000-მდე ადამიანმა გააზიარა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200-ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა. დაჯილდოების მთავარი მიზანი სწორედ ამ კომპანიების ცნობადობის ამაღლება და მათი ბიზნესის წარმატების გაზიარება იყო. როგორც "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ბანკმა ახალგაზრდა ბიზნესმენებს მხარდაჭერას უცხადებს. "აბსოლუტურად ახალი იდეები, ახალი ინოვაციები წამოვიდა წინა პლანზე. ადამიანები, რომლებმაც შექმნეს თავისი ბიზნესი ნულიდან და სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ მხარდაჭერა. ეს ადამიანები, ეს ბიზნესმენები ქმნიან ახალ რეალობას, ახალ სამუშაო ადგილებს და ჩვენ როგორც ბანკი მხარში ვუდგევართ ამ ადამიანებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. "თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესის განვითარებას. ”ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ბიზნესს შევუქმნათ განწყობა თავის წამატებაზე საუბრით. ამით ისინი სხვასაც აძლევენ სტიმულს. ეს ყველაფერი დიდი მოტივატორია და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო მეტი ბიზნესი და ბიზნეს აქტივობა იქნება, მით უკეთესია ქვეყნისთვის. პროექტს აუცილებლად გავაგრძელებთ მომდევნო წლებში და გვინდა ეს იყოს საკმაოდ დიდი წამოწყება”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა. დაჯილდოების ცერემონიას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. მისი განცხადებით, მსგავსი პროგრამები ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მის სწორად წარმართვას. ბიზნესდაჯილდოება მომავალ წელსაც გაიმართება და მას ბევრი საინტერესო სიახლე დაემატება.
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)