13:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 18:44:03, 1624 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ბანკების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საყოველთაოდ ცნობილია, რომ აუქციონის წესით სესხის სანაცვლოდ დაგირავებული ქონების რეალიზაცია ემსახურება კრედიტორის კანონიერი უფლების განხორციელებას. სამწუხაროდ ბოლო დროს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ, ხდება უკანონო, დაუსაბუთებელი და საშიში პრაქტიკის დამკვიდრება.

საკითხი ეხება კანონის მოთხოვნების შესაბამისად და სრული დაცვით, ბანკის (კრედიტორის) მიერ მოვალის სასესხო დავალიანების დასაფარავად, ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკმა სასესხო დავალიანების დაფარვის მიზნით და კანონით დაგეგმილი წესით (აუქციონი) გირაოში ჩადებული ქონება გაასხვისა. ახალმა კეთილსინდისიერმა შემძენმა, მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად შესყიდული აქტივების რეაბელიტაცია მოახდინა და იგი მომგებიან საწარმოდ აქცია. დაუშვებელია, რომ აუქციონის ბათილობას სასამართლო აცხადებს წლების შემდგომ, როდესაც ქონება უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის საკუთრებაშია გადასული და აქტივი წარმატებით ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას.

მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო კონკრეტული ბანკის, როგორც კრედიტორის კანონიერ  უფლებებს, არამედ ზოგადად სახიფათო პრეცენდენტს ქმნის ბიზნეს გარემოსათვის. სასამართლოს გადაწყვეტილება აუქციონის შედეგების ბათილობასთან დაკავშირებით, მხოლოდ მსესხებლის ვინაობასა და გავლენის სფეროზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ეს საშიში ტენდენცია დამღუპველია ბიზნესის წარმოების სამართლებრივი გარემოსათვის, ვინაიდან, პირველ რიგში, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ინვესტიციების დაცულობას და მეორეს მხრივ ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად.

მივმართავთ თხოვნით საქართველოს პრემიერ მინისტრს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაინტერესდნენ ამ პრობლემით, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის შემაფერხებელი მანკიერი პრეცენდენტის დაშვება", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics