|
2016-11-17 18:17:22, 2182 ნახვა
სხვადასხვა
კლოდ მონეს ტილო "თივის ზვინი" აუქციონზე 81,4 მილიონ დოლარად გაიყიდა
იმპრესიონისტი მხატვრის კლოდ მონეს ტილო "თივის ზვინი" "კრისტის" აუქციონზე 81,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. მედია საშუალების ცნობით, ეს ცნობილი ფრანგი ფერმწერის ნამუშერებისთვის რეკორდული თანხაა. წინა რეკორდი 80 მილიონ დოლარს შეადგენდა. კლოდ მონემ ტილო "თივის ზვინი" 1891 წელს დაწერა. აღნიშნული ტილო ერთ-ერთია სერიიდან, რომელშიც 25 ნახატი შედის. სპეციალისტებმა ნახატი 40 მილიონ დოლარად შეაფასეს. ამასთან, მის გაყიდვას 45 მილიონ დოლარად ვარაუდობდნენ. ცნობისთვის, 2015 წლის მაისში პაბლო პიკასოს ნამუშევარი "ალჟირის ქალები" "კრისტის" აუქციონზე 179 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ მომენტისთის ეს ხელოვნების ყველაზე ძვირადღირებული ნიმუშია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)