05:40 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 13:11:53, 622 ნახვა

საზოგადოება
ჯანელიძე: საგარეო უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ინტერესების დაცვაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ასახელებს.

როგორც მინისტრმა დიასპორის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე „ქართული დიასპორა - დღევანდელობა და გამოწვევები" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ მნიშვნელოვან მისიას ახორციელებს საქართველოს 64 საელჩო და 9 გენერალური საკონსულო, რომლებიც მაღალკვალიფიციურ მომსახურებას უწევენ საქართველოს მოქალაქეებს.

მინისტრის ინფორმაციით, უწყება  აქტიურად აპირებს  დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ახალი მექანიზმები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ მომსახურებას.

 „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მჭიდრო კონტაქტში იმყოფებიან ქართულ დიასპორასთან. როგორც წესი, ჩვენი დიპლომატები აქტიურად მართავენ შეხვედრებს დიასპორის წარმომადგენლებთან. ეს შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა, რათა ჩვენ უკეთ გავაცნობიეროთ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემები და საკითხები და ამავდროულად ვიცოდეთ, თუ როგორია თქვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.

 მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სამინისტროს რესურსებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორედ საგარეო უწყება არის ის ორგანიზაცია, რომელიც შეძლებს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიურ ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics