03:26 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 12:50:27, 2359 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიაში დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შეიჭრნე

ბრაზილიის დედაქალაქში მთავრობის სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილო დემონსტრანტები ნაციონალური კონგრესის შენობაში შეიჭნენ და სხდომათა დარბაზი დაიკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ცნობით, აქციაში სულ რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს. პოლიცია მათ პარლამენტის შენობიდან გაყვანას ცდილობს.

ცნობისთვის, ბრაზილიაში უკვე კვირაზე მეტია აქციის მონაწილეები მთავრობის ინიციატივას აპროტესტებენ, რომელიც ყველა სახის სოციალური დახმარების 20 წლით გაყინვას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი მიშელ ტემერის გარდამავალი მთავრობის მიერ ინიციირებული ხარჯების შემცირების გეგმის ნაწილია. კანონპროექტი კონგრესის ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა.

საკონსტიტუციო შესწორება ითვალისწინებს მომავალი 20 წლის განმავლობაში ჯანდაცვისა და განთლებს ყველა სახის სოციალური ხარჯის გაყინვას, ასევე ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით საპენსიო ხარჯების შემცირებას.

შეგახსენებთ, რომ მიშელ ტემერის დროებითი მთავრობა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც მაისში ბრაზილიის პარლამენტმა დილმა რუსეფის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარი დაუჭირა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics