|
2016-11-16 18:50:05, 801 ნახვა
საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში, თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მე-5 ტურის თამაშები გაიმართა
2016 წლის 12-13 ნოემბერს, „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფარგლებში გაიმართა თბილისის უმაღლესი და პირველი ლიგის მე-5 ტურის თამაშები, რომელსაც 35-ე საფეხბურთო სკოლის სტადიონებმა უმასპინძლა. შეხვედრები ტრადიციულად დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. გამოვლინდა 8 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, (4 უმაღლესი ლიგიდან, 4 პირველი ლიგიდან) რომლებიც ერთმანეთს თბილისის თასზე დაუპირისპირდებიან. კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდა: სეუ - უქიმერიონი; ვაზისუბანი - წისქვილი; ბურე - გლდანი; დიდუბე - სდსს. თბილისის თასის შეხვედრები ოლიმპიური სისტემით ჩატარდება და ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებული გუნდები ასპარეზობას განაგრძობენ „მოყვარულთა თასი 2016“-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში და მასში მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ ეტაპზე გამარჯვებული 16 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. რეგიონების ქვოტა ფინალურ ეტაპზე: 1.აჭარა - 1 გუნდი; 2.გურია - 1 გუნდი; 3.რაჭა-ლეჩხუმი - 1 გუნდი; 4.სამეგრელო - 2 გუნდი; 5.იმერეთი - 2 გუნდი; 6.შიდა ქართლი - 2 გუნდი; 7.ქვემო ქართლი - 1 გუნდი; 8.სამცხე-ჯავახეთი - 2 გუნდი; 9.კახეთი - 1 გუნდი; 10.მცხეთა - მთიანეთი - 1 გუნდი; 11.თბილისი - 2 გუნდი. „მოყვარულთა თასი 2016“-ის მუნიციპალურ და რეგიონალურ ეტაპზე გუნდების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები. „მოყვარულთა თასი 2016“-ის გუნდების შემადგენლობიდან დაკომპლექტდება საქართველოს სამოყვარულო საფეხბურთო ნაკრები, რომელიც 2017 წლიდან მონაწილეობას მიიღებს UEFA Regions’ Cup-ის გათამაშებაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|










ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)