06:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 19:19:41, 700 ნახვა

პოლიტიკა
რატიანი: გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნება დავით ბაქრაძე

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" საპარლამენტო თანამდებობებზე გადაწყვეტილებები მიიღეს.

"გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნება დავით ბაქრაძე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარტიის ლიდერებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, უკვე გადაწყვეტილია ძირითადი ფრაქციის თავმჯდომარის ვინაობაც. მათი ინფორმაციით, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იქნება, ვიცე-სპიკერი კი - სერგი კაპანაძე.

„გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ უმცირესობა და მისი ლიდერი იქნება დავით ბაქრაძე. ვიცე-სპიკერის პოსტზე - სერგი კაპანაძე და ასევე ძირითად ფრაქციას ვქმნით, რომელსაც უხელმძღვანელებს ნიკა მელია,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ენმ-ში გრძელდება მსჯელობა ფრაქციების რაოდენობასთან დაკავშირებით. არსებულ ვითარებაში ენმ-ს სამი ფრაქციის შექმნის საშუალება აქვს, თუმცა გადაწყვეტილება, თუ რამდენი ფრაქცია ეყოლებათ, ამ ეტაპზე მიღებული არ არის. 

​ასევე, ჯერ არ არის შეჯერებული პოზიციები, ვინ რომელ კომიტეტში დაიკავებს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics