02:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 17:47:54, 1703 ნახვა

სამართალი
ახალშობილის ცემაში ბრალდებულ ძიძას, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ახალშობილის ცემაში ბრალდებულ ძიძას  აღკვეთის ღონისძიების სახედ  1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

„გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლდება. სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ  არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი.  აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის  დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით,  სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“,-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00  საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics