02:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 14:03:49, 1484 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პირის, ოჯახში ძალადობის აღვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს  სხდომა გაიმართა.

სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე თავმჯდომარეობდა,  საუწყებათაშორისო საბჭოს წევრი სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისმა უწყებებმა სხდომაზე წარმოადგინეს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა  2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების შესრულების თაობაზე და უპასუხეს კითხვებს 2016 წლის ოქტომბრის ჩათვლით  შესასრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით.

2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა ამა წლის 26 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით N 341 დამტკიცდა. წინა წლების გეგმისგან განსხვავებით, იგი სცდება ოჯახში ძალადობის საკითხებს და აგრეთვე ფარავს ქალთა მიმართ ძალადობის ისეთ სხვა ფორმებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და  ადრეული ქორწინება.

"ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა  2016 - 2017 წლების სამოქმედო გეგმის" ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ცალსახა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე, შედეგების სათანადო მონიტორინგისა და შეფასების უზრუნველსაყოფად.

სამოქმედო გეგმის განხორციელების ციკლი ჰარმონიზებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მიმდინარეობასთან, ხოლო კავშირები პოლიტიკურ დოკუმენტებს შორის გაძლიერებულია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics