|
2016-11-14 23:53:52, 1228 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაციას გამართავს
21 ნოემბერს, საღამოს ექვს საათზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის” პრეზენტაცია. პრეზენტაციასთან ერთად გაიხსნება ავტორის ფოტოგამოფენა - „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ავტორის თქმით, გამოფენა სპეციალურად გაკეთდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რათა მათ წარმოდგენა ჰქონდეთ და ვიზუალურად შეაფასონ მომავალი პროფესია, რა რისკების ქვეშ დგებიან ჟურნალისტები, როგორ პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ა.შ. რაც შეეხება წიგნს „ჟურნალსიტიკის შესავალი“, წიგნში შესულია როგორც ჟურნალისტიკის განვითარების ეტაპები, ასევე რა არის ჟურნალისტური ჟანრები. „ორიოდე წლის წინ, ვმუშაობდი ერთ-ერთ სამოქალაქო კლუბში, სადაც უამრავ სხვადასხვა უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა მოდიოდა, სამწუხარო ფაქტის წინაშე დავდექი, მათ არ იცოდნენ რა იყო ჟანრები: ნიუსი, სტატია, რეპორტაჟი და ა.შ. არ იციან რა არის პრესრელიზი, როგორ იწერება ელექტრონული წერილი და ა.შ. ამიტომ ვიფიქრე, რომ საჭირო იყო ახალგაზრდა თაობისთის ხელმისწავდომი ყოფილიყო რაიმე ლიტერატურა, რომელიც მისცემდა იმ ელემენტარულ ცოდნას, რაც ასე აუცილებელია ჟურნალისტისთვის,“ - ამბობს ოლიკო ცისკარიშვილი. „ჟურნალისტიკის შესავალი - არ არის მხოლოდ სასწავლო სახელმძღანელო, ის ამ პროფესიით დაინტერესებულ ადამიანებს მოგცემთ სრულყოფილ ინფორმაციას, როგორ შექმნა კაცობრიობამ პროფესია, რომლის გარეშეც თანამედროვეობა, უბრალოდ, წარმოუდგენელია. წიგნში თავს იყრის მასმედია, მთელი თავისი დიდებულებით. ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების, რადიო თუ სატელევიზიო ჟურნალიზმის დასაბამიდან დღემდე განვლილი გზა, ადვილი მოსათხრობი არაა, თუმცა, წიგნის ავტორი, ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, ისეთი სიფაქიზით და სიპედანტით აკეთებს, რომ სტუდენტებს და უბრალოდ, ჟურნალისტიკის ევოლუციით დაინტერესებულ პირებს, ამ პროფესიის მიმართ ინტერესს პირველივე გვერდიდან უღვივებს. წიგნის უმთავრეს მიზანს, ჟურნალისტიკის როლის განსაზღვრა, მისი შემოქმედებითი ფუნქციისა და რეალური პრაქტიკის ჩვენება წარმოადგენს. წიგნის ავტორი, მოცემულ სახელმძღანელოში ეყრდნობა, როგორც ჟურნალისტიკის სფეროში პრაქტიკული მოღვაწეობის მეცნიერულ გამოცდილებას, ისე, დასავლური ჟურნალისტიკისმცოდნეობითი კვლევის კლასიკურ ტრადიციებს. ავტორი მკითხველს ზედმიწევნით ზუსტად უხსნის მედიის ფუნქციონალური სფეროების ურთიერთკავშირს, აღწერს და განიხილავს მათ. ,,ჟურნალისტიკის შესავლის“ ამ გამოცემით, სტუდენტები გაეცნობიან, როგორც ჟურნალისტის პროფესიის საფუძვლებს და ჟურნალისტიკისმცოდნეობის ძირითად ცნებებს, ისე ჟურნალისტური აზროვნების სპეციფიკას, რაც პროფესიული ცოდნის ათვისების საფუძველი და წინაპირობაა. ასე, რომ წინ გაქვთ საინტერესო საკითხავი, იმაზე, რასაც, დღეს „მეოთხე ხელისუფლებას“ ეძახიან და რომელიც, საკუთარი ბიოგრაფიის რთულ, ხანგრძლივ და პერიპეტიებით დატვირულ გზას, თავს, ყველა ეტაპზე წარმატებით ართმევდა,“ - ამბობს წიგნის რეცენზენტი დავით მაღლაფერიძე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)