|
2015-03-20 19:16:33, 2632 ნახვა
სხვადასხვა
სოფელ ჯიღაურაში სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ყურძნისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების რეალიზაცია ხორციელდება
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“ გაცნობებთ, რომ 2015 წლის 18 მარტიდან, ყოველდღე - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, სოფელ ჯიღაურაში არსებული სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე ხორციელდება ყურძნისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშის ნერგების რეალიზაცია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეიძინოს მისთვის სასურველი ჯიშის ნერგები ხელმისაწვდომ ფასად. "ამასთან აღსანიშნავია, რომ პროდუქციის შეძენით დაინტერესებულ პირთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათი მხრიდან ადგილზე ხდება სასურველი ნერგების შერჩევა და შესყიდვა, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, რეალიზაციის პროცესის დაწყებიდანვე შეიქმნილია ე.წ. ცოცხალი რიგი",-ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ბოდიშს უხდის მომხმარებელს შექმნილი გარკვეული დისკომფორტისთვის და მუშაობს იმისთვის, რათა გაითვალისწინოს თითოეული მათგანის ინტერესი და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)